8-09-2019
ტრამპის მთავრობა და ადმინისტრაცია სავსეა პროფესიონალი გენერლებით, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოზე, რომელიც სულ ცოტა ხნის CIA- ს ხელმძღვანელობდა,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ევროპული საქართველოს დეპუტატს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, ნაცები-ევრონაცები ძალიან შეშინებულები ჩანან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალ მთავრობაში მართლაც ძლიერი მენეჯერები და პოლიტიკოსები არიან.
,,ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს მთავრობას ძალოვანი მინისტრებით დაკომპლექტებული რუსული სცენარი უწოდა და თავისი შეშფოთება გამოხატა. შშეშფოთებელ- შეშინებულები მართლაც ჩანხართ ნაცევრონაცები, როგორც ჩანს მართლაც ძლიერი მენეჯერებს და პოლიტიკოსებს ხედავთ ახალ მთავრობაში.ისე ცნობისათვის ტრამპის მთავრობა და ადმინისტრაცია სავსეა პროფესიონალი გენერლებით, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოზე, რომელიც სულ ცოტა ხნის CIA- ს ხელმძღვანელობდა. ასეა, ვითომ ლიბარელებს მათი დახმარებით ებრძვიან”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი