8-09-2019
პარლამენტთან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციაზე დაპირისპირება იყო.
აქტივისტები და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ერატმანეთს დაუპირისპირდნენ.
აქტივისტები ემზარ კვიციანის დაკავებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, დეპუტატი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.
აქცია ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს. აქციის წევრები გახარიას პრემიერობის კანდიდატად ნასახელებას აპროტესტებენ.
მანამდე პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა ცხვრები მიიყვანეს.