გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კვლევა: ტელევიზორთან ხანგრძლივი დროის გატარება ვენური თრომბოზის რისკს ზრდის

23-02-2018

ტელევიზორთან ხანგრძლივი დროის გატარება ვენური თრომბოზის რისკს ზრდის,- ამის შესახებ იმ კვლევაში წერია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მინესოტას უნივერიტეტში პროფესორებმა გამოაქვეყნეს. ინფორმაციას კი Science Dailyავრცელებს.

მკვლევარებმა გაანალიზეს 15 ათას ამერიკელზე 24-წლიანი დაკვირვების საფუძველზე არსებული მონაცემები. ისინი რესპონდენტებს მათი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვებს მუდმივად უსვამდნენ. ამათგან ვენური თრომბოზი 691 ადამიანს აღმოაჩნდა.

"დადგინა, რომ ადამიანებს, ვინც ტელევიზორთან დროს ხშირად ატარებენ, ვენური თრომბოზი 1.7-ჯერ უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე სხვა აქტივობით დაკავებულებს. ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ რეგულარულად ჯდომა ტელევიზორთან პოტენციური ზიანია შემცველია", - თქვა კვლევის თანაავტორმა იასუხიკო კუბოტამ.

ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაში თრომბები ქვედა კიდურების ღრმა ვენებში წარმოიქმნება, ვინაიდან აქ სისხლის შეგუბება უფრო ხშირია. ქვედა კიდურებისკენ სისხლი სიმძიმის ძალით მიედინება, გულისკენ მის უკუდინებას კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის - გულის შემწოვი ფუნქცია. განსაზღვრულ როლს ასრულებს დიაფრაგმის მოძრაობა, რაც გულმკერდის ღრუში უარყოფით წნევას წარმოქმნის, მუცლის ღრუს წნევა, სისხლძარღვების ტონუსი, წვივის კუნთების შეკუმშვა-მოდუნება.

 


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930