გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის უნივერსიტეტი ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი იქნება

9-09-2019

ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა გერმანელ პროფესორებთან როგორც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან , ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან . მათ დიდი სურვილი გამოთქვეს და ძალიან აქტიურად იქნებიან ჩართულნი ქუთაისის ახალი უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში , ისინი წაიკითხავენ ლექციებს და ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევით პროცესში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა ,,იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრები გაგრძელდება ევროპის სხვა ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების, ცნობილი უნივერსიტეტების წამყვან პროფესორებთან , რომლებიც ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ ქუთაისის ახალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველი მიღება სამ სპეციალობაზე იქნება - მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. წლების განმავლობაში უკვე სხვა სპეციალობები დაემატება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელი პროფესორებიც იქნებიან ჩართულნი. შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა გერმანელ პროფესორებთან ,როგორც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან . მათ გამოთქვეს დიდი სურვილი და აქტიურად იქნებიან ჩართულნი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში , ისინი წაიკითხავენ ლექციებს და ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევით პროცესში . რაც შეეხება ლექციების წაკითხვას , ლექციებს გერმანელი პროფესორები წაიკითხავენ როგორც აუდიტორიებში ასევე ონლაინის მეშვეობით . ჩვენ შეხვედრები გვექნება ასევე , ევროპის სხვა ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების ცნობილი უნივერსიტეტების წამყვან პროფესორებთან , რომლებიც ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის უნივერსიტეტი , ძალიან მაღალი დონის უნივერსიტეტი , სადაც იქნება მაღალ დონეზე აყვანილი, როგორც ლექციები და სწავლების პროცესი , ასევე სამეცნიერო კვლევითი პროცესი”,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი კავკასიის რეგიონში . ევროპული სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცევა, ამისთვის უნივერსიტეტის მენეჯმენტი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2017 წლიდან თანამშრომლობს .


ქუთასისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის ფუნქციის მინიჭების იდეა, ყოფილი პრემიერ- მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და მის მშენებლობას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ” სრულად აფინანსებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930