9-09-2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგი განიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალ საფრთხეებს.
არჩილ თალაკვაძემ და ფილიპ რიკერმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს - პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე და დემოკრატიის გაძლიერებაში პარლამენტის როლზე ისაუბრა.