გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება

10-09-2019

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვებ-გვერდზე: www.naec.geანonline.naec.ge.

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდისჩაბარება შეუძლია. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

2019 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოსაცდელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 31500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც 20000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930