გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
საქართველოში პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ იწყება

10-09-2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განხორციელებას იწყებენ.

პროექტის ძირითად მიმართულებებზე და მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობისა და აქტიური მხარდაჭერისთვის.

„ახალი პროექტი მიმართულია გარემოსდაცვითი მდგარდი განათლების სისტემის დანერგვის ხელშეწყობასა და მის ინტეგრირებაზე ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე ბიზნესსექტორისა და საქართველოს მთავრობის მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფაზე ნარჩენების მართვის სექტორის გასაუმჯობესებლად. სამინისტრო აქტიურად მუშაობსნარჩენების მართვის მიმართულებთ, რათა ვუზრუნველყოთგარემოს დაცვა და ჩვენ მოსახლეობას მივცეთ სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქვეყანაში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო ბაზა ემყარება იმ პრინციპებსა და მიდგომებს, რაც დამკვიდრებულია ევროკავშირის ქვეყნებში და ქმნის საფუძველს, რომ ქვეყანაში განვითარდეს ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოები, აშენდეს თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელები, წახალისდეს ნარჩენების რეციკლირება და ეფექტიანად განხორციელდეს ნარჩენების მართვის სრული ციკლი.

შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომმა დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ როლზე.

„პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება 2023 წლისთვის, გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების გარეშე ეკონომიკის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.პროექტის მთავარ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა, ბიზნესსექტორი და საქართველოს მოსახლეობა“, - აღნიშნა ულრიკ თიდესტრომმა.

როგორც შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა, პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“4 წლის განმავლობაში(2019-2023)გაგრძელდება. პროექტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირთან „ორქისი“, სსიპგარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით განხორციელებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები თბილისში, საქართველოს 10 რეგიონში, 63 მუნიციპალიტეტსა და 4 თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება.

20-22 სექტემბერს,მსოფლიო დასუფთავების კამპანიის პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია დასუფთავების აქციები, რომელიც 20 სექტემბერს დაიწყება თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციით და სამი დღის განმავლობაში,ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე ლოკაციასმოიცავს. პროექტის ფარგლებში,გაიმართება კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019“.

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“წარმოადგენს, საქართველოში წლების განმავლობაში (2010-2018წწ.) მიმდინარე პროექტისა და კამპანიის „დავასუფთავოთ საქართველო“ გაგრძელებას, რომელიც ასევე გახორციელდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. „დავასუფთავოთ საქართველო“ პროექტისა და კამპანიის ფარგლებში, საქართველოში არაერთი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის, დასუფთავების აქციები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930