11-09-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ზაჰესის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ბარისახოს, ულიანოვის, გაგრის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, უჯარმის, რევოლუციის, ტრაპაიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ლიბანის და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე კი აეროდრომის დასახლების, ვარკეთილის III მასივის VII, Xკვარტლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, შუამთის, თრიალეთის, ხომლელის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სვირის, ასურეთის, ლუბოვსკის, სანავარდოს, ავიაქიმიის, კურსების, ჭიჭიკო ბენდელიანის, ზეკარის, კიშინიოვის, ბუგეულის, ლისაშვილის, დარკვეთის და თოდრიას ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, ევროპის მოედნის, ქეთევან დედოფლის გამზირის(ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსისგამზირის(ნაწილობრივ), ფაღავას, სევანის, ფერიცვალების, ირბახის, ბოროდინის, ლაგოდეხის, რუისის, მაჭარის, ალიხანიანის, ურბნისის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის, სართიჭალის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ისნის, იზაშვილის, მეფე სოლომონ ბრძენის და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 14 საათამდე ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და პეტრე იბერისქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.