11-09-2019
„მიხარია, რომ კახა კალაძის ძალისხმევა, როგორც ყოველთვის რეალური შედეგით დასრულდა“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაც კი გახდა საჭირო.
„თბილისის მერიის ექვსთვიანი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, უამრავი ადამიანის ბინათმშენებლობის პრობლემა მოგვარდება და ეს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია. მიხარია, რომ კახა კალაძის ძალისხმევა, როგორც ყოველთვის რეალური შედეგით დასრულდა - კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების სახლებს m2 ააშენებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა რომ, თბილისის მერიას დაწყებული აქვს მუშაობა, რომ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების პრობლემაც მოგვარდეს.
„ძალიან მიხარია, რომ უკვე საშუალება მაქვს, ამ ოჯახებს მივულოცო - ისინი ახლო მომავალში თავიანთ კუთვნილ საცხოვრებლებს მიიღებენ, საუბარია დაახლოებით 2500 ოჯახზე. ეს არის მართლაც დიდი წარმატება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თბილისის მერია ზრუნავს ჩვენს მოქალაქეებზე!
ქალაქის საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირებაა ის მახასიათებლები, რომლებიც განაპირობებს, რომ კახა კალაძე ნამდვილად საუკეთესო მერია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.