11-09-2019
პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი მერიასა და m2-ს შორის მემორანდუმის გაფორმებას აფასებს.
მისი თქმით: დღევანდელი გადაწყვეტიება არის, ერთის მხრივ, მერიის ზრუნვა თბილისელებზე და, მეორეს მხრივ, მაღალი კოორპორატიული პასუხისმგებლობის მაგალითი კერძო კომპაანიის მხრიდან:
„მიდნა პოზიტიურად შევაფასო ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის ბრიფინგი, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შირის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მშენებლობების დასრულების მიზნით, m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს, შედეგად კი 2500 ოჯახი თავის კუთვნილ საცხოვრებელ ფართს მიიღებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტი კერძო სექტორთან თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებს დებდეს, რადგან ასეთ დროს ხდება ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, შედეგი კი პირდაპირ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობასა და სტაბილურობაზე. ასევე, მისასალმებელია, რომ თბილისის მერის თქმით, დაზარალებული მენაშენეების მიმართ არსებული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა ამით არ სრულდება და უახლოეს მომავალში თბილისელებზე ორიენტირებულ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც უნდა ველოდოთ. ჩემის მხრივ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავსი საკითხების მოგვარებაში იყო და იქნება ჩართული, პირველ რიგში კი თბილისის მერს, რომლის არჩევის დღიდან ჩვენს ქალაქში არაერთი უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ რომ, თბილისის მერიასა და კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.
აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.
მშენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).