გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩხოროწყუს სოფელში სახლი იწვის

11-09-2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ორსართულიანი სახლი იწვის.

მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ფარცვანიების სახლში თავდაპიორველად ცეცხლი დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა, შემდეგ კი სახლს მოედო. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში იმყოფებოდნენ. არავინ დაშავებულა. თუმცა, მთლიანად დამწვარია დამხმარე ნაგებობა და ცეცხლი შემდეგ სახლს მოედო“, - აღნიშნა გოგუამ.

მერი ამბობს, რომ მერია ოჯახს პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას გაუწევს.

ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930