11-09-2019
პარლამენტის წევრი კახა კუჭავა მერიასა და m2-ს შორის მემორანდუმის გაფორმებას აფასებს.
მისი თქმით, თბილისის მერის მიერ დღეს დაანონსებული სიახლე კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა:
„მერიისა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მოგვარებული 2500 ოჯახის პრობლემა პირველი ნაბიჯია ქალაქში დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშრებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. თბილისში ეს საკითხი წლების მანძილზე ძალიან მწვავედ დგას და სასიხარულოა, როცა ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს ამ პრობლემის მოგვარების კუთხით.
თბილისის მერიის ძალისხმევითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით 2500 ოჯახი მიიღებს ბინებს, რომელსაც წლების მანძილზე ელოდებოდნენ და ბევრს ალბათ, იმედი ჰქონდა ამოწურული, რომ ჩაბარდებოდათ ბინები. თბილისის მერის მიერ დღეს დაანონსებული სიახლე კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა", - განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ რომ, თბილისის მერიასა და კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.
აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.
მშენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).