გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

11-09-2019

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა.


მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მიმდინარეობა, დაგეგმილი რეფორმების სტატუსი და 2020 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლები.


როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის დაცვაზე, რაც გამოიხატება დაბალ საბიუჯეტო დეფიციტში და სახელმწიფო ვალის ურისკო მაჩვენებლებში.


სსფ-ის მისიის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას, საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შემცირებას.


აღინიშნა, რომ ხელისუფლების რეფორმების გეგმის შესრულების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.


ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ შეკირი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930