11-09-2019
„მისი განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა ნამდვილად შეუძლებელია“,- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში და „თი ბი სი“ ბანკის დამფუძნებლების ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებას ეხმიანება.
„სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იციან, რომ არსებობს ინტერნეტხუმრობა, რომელიც იწყება სიტყვებით, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს... შემდეგ კი ამას ყოველდღიური ბანალური ჭეშმარიტებბა მოჰყვება. ჰოდა, ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ. მისი განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა ნამდვილად შეუძლებელია“,- აცხადებს რატი იონათამიშვილი.