გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების სამინისტრო: მიხეილ ბატიაშვილის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუის ტირაჟირებას ემსახურება

12-09-2019

„ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია, თითქოს მიხეილ ბატიაშვილის მიერ მინისტრობის პერიოდში შეძენილია ორი ძვირადღირებული ავტომობილი სრული სიცრუეა!“-ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მინისტრის დისკრედიტაციას.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მისი მინისტრობის პერიოდში არცერთი ავტომანქანა არ ყოფილა შეძენილი.

მინისტრის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ბატიაშვილმა „ლენდ როვერ რანჯ როვერ ველარი“ შეიძინა მისი კერძო სექტორში მოღვაწეობის დროს, 2018 წლის 22 მარტს. საფასურის გადახდა მოხდა იმავე დღეს, რაც დასტურდება სასესხო ხელშეკრულების გადარიცხვის დოკუმენტით - გადახდილ იქნა 82 115 ლარი კრედიტით და 59 700 ლარი კერძო დანაზოგიდან, რომელიც მას ასევე ბიზნესში მოღვაწეობის პერიოდში ჰქონდა (აღნიშნული ფაქტებიც ასახულია დეკლარაციაში).
ასევე, სტატიაში მოხსენიებული მეორე მანქანა, რომელსაც ბატიაშვილი წლების განმავლობაში ფლობდა, მეუღლეს მინისტრობამდე, 2018 წლის ივნისში აჩუქა. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია საშემოსავლო გადასახადიც.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციის არც ერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს!

ამ განცხადების გავრცელებამდე, სამინისტროს პრეს-სამსახურმა სააგენტოს სრული ინფორმაცია მიაწოდა სტატიაში მოცემული არასწორის ფაქტების შესახებ. სააგენტომ აღნიშნული ინფორმაცია სტატიის ბოლოს, მხოლოდ შენიშვნის სახით დაამატა. ამის მიუხედავად, სტატია და მისი სათაური მაინც ემსახურება სიცრუის ტირაჟირებას“-ნატქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930