გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: დღეს განათლების მინისტრთან დაკავშირებით სიცრუის ტირაჟირება მოხდა

12-09-2019

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი განათლების მინიტრთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"დღეს მოხდა სიცრუის ტირაჟირების კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა და რადგან ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ცრუ ბრალდებებს არ გაუჩუმდება და ტყუილს ყველგან ამხელს, გადავწყვიტე გამოვეხმაურო განათლების მინისტრის დისკრედიტაციის მცდელობას.

დეტალებში აღარ შევალ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ვრცელი განმარტება გაავრცელა და მყარი არგუმენტებით დაასაბუთა, რომ უწყების ხელმძღვანელის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება უსაფუძვლოა. აქ მთავარია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ფეიკნიუსებით ოპონირება და ტალახის სროლით ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობა.

ცალკე თემაა მედიის პასუხისმგებლობა და პროფესიული სტანდარტის დაცვის ვალდებულება. სრულიად მიუღებელია გადამოწმების და არგუმენტაციის გარეშე მინისტრისა თუ სხვა საჯარო მოხელისთვის მსგავსი ბრალდების წამოყენება. ამით ხდება არა თანამდებობის პირის, არამედ თავად მედიის დისკრედიტაცია, რაც ნამდვილად არ წაადგება ქვეყნის განვითარებას, რადგან თავისუფალ, ობიექტურ და კვალიფიციურ ჟურნალისტიკას თავისი წვლილი შეაქვს დემოკრატიის გაძლიერებაში.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღარ გავუჩუმდებით ცრუ ბრალდებებს და ყველგან ხმამაღლა ვიტყვით, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ჩვენ სიმართლეს ყველგან დავიცავთ და მივიტანთ ადამიანებამდე, ისე როგორც დღეს გავაკეთეთ"-განაცხადა დეპუტატმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930