გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მამუკა მდინარაძე: იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს

13-09-2019

"პრაქტიკულად, იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი და რეფორმების საშუალება", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, თელავში, კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, ერთადერთი საკითხი, რაზეც ოპოზიციას პრეტენზია ჰქონდა 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო, რაც დეპუტატის თქმით, გათვალისწინებულია.


“როდესაც განხილვები იყო კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რასაც ოპოზიცია გვსაყვედურობდა და შემდეგ რაც აისახა ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს იყო, რომ 2020 წლიდან არ გადავდიოდით პროპორციულ არჩევნებზე. ამიტომ, პრაქტიკულად იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი, რეფორმების საშუალება. ეს კონსტიტუცია გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც მოკლევადიანში იმუშავებს ძალიან კარგად და გამოადგება განვითარებას“, - განაცხადა მდინარაძემ.



https://www.interpressnews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728