13-09-2019
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. მისი თქმით, პოსტზე რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი.
"ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერები მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი იქნებიან", განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მისივე განცხადებით, თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან.
"ეს ცვლილება გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს", - აღნიშნა გახარიამ.