13-09-2019
"ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაციის ადგილმა ჩემზე ანაკლიის თემით სპეკულირების შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, საეჭვოა ამ თემამ მას წარმატება მოუტანოს", - ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ რამით ასოცირდებიან ერთმანეთთან მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პროექტი, ეს შეუსრულებელი ვალდებულებებია.
"სახელმწიფოს მაქსიმალური მხარდაჭერის, მშენებლობის ვადების მრავალგზის კორექტირების მიუხედავად, მან მაინც ვერ შეძლო პირობის შესრულება. შეიძლება ითქვას, რომ მამუკა ხაზარაძე ჯერ პოლიტიკაში არც შემოსულა და უკვე გამოავლინა არასერიოზული პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ყველაზე ცუდი თვისება - დანაპირების არშესრულება“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.