გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრებმა ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული ავტონაწილების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

13-09-2019

საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ავტონაწილების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ზ.ი.-ს ავტომანქანის სალონისა და სათავსოების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ავტონაწილები (საერთო წონით 479,2 კგ.) გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3141.79 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3141.79 ლარის ოდენობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930