გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარაში მდებარე ისტორიულ ხიხანის ციხეს რეაბილიტაცია უტარდება

13-09-2019

ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. იგი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის, სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებთან, ბათუმიდან 125 კმ. ხოლო ზღვის დონიდან 2635 მეტრ სიმაღლეზე. ციხის ფართობი თითქმის ერთ ჰექტრამდეა და ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული, დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. გალავანი ოთხი კოშკით ყოფილა დამშვენებული რომელთა კედლებშიც სათვალთვალო სარკმელ-სათოფურებია დატანებული.

ციხის რეაბილიტაცია 2012 წლიდან დღემდე ხორციელდება ეტაპობრივად. რეაბილიტაციის პარალელურად 2014-16 წლებში მიმდინარეობდა ციხის არქეოლოგიური შესწავლა. გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მარანი, რომელიც XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ექსპედიციამ შეისწავლა აბუსერიძეთა სასახლე და ეკლესია, აგრეთვე განვითარებული და გვიანდელი შუასაუკუნეების რამდენიმე ნაგებობა. გათხრების შედეგადაც აღმოჩნდა 68 ქვევრი, მცირეკალიბრიანი ზარბაზნის ჭურვები და სხვადასხვა არტეფაქტები. მიმდინარე წელს სააგენტოს ინიციატივით გამოიცა წიგნი არქეოლოგიური გათხრების შესახებ.

ხიხანის ციხე დარეგისტრირდა სახელმწიფო ქონებად და მუდმივი სარგებლობის უფლებით გადმოეცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930