13-09-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ის ინფორმაციით, ცენტში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე, რესტორან "ქალაქურის" სახურავზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ.
უწყების ცნობით, ცეცხლი ჰაერის გამწოვ სისტემას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება დროულად მოახერხეს.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.