14-09-2019
ახალგორის ე.წ. საზღვარი დროებით გაიხსნა. სავარაუდოდ, დეფაქტო ცხინვალმა
გადაწყვეტილება ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო.
სასწრაფო დახმარებამ 55 წლის ქალი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა.
ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო მოძრაობა გაურკვეველი ვადით არის აკრძალული. მოსახლეობა ვერ გადაადგილდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ჰუმანიტარულ კრიზისად აფასებს.
შეგახსენებთ, ტერიტორიაზე 6 სექტემბრის შემდეგ ვერ შედის საკვები და მედიკამენტები.