გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

14-09-2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, სახლში ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა ცეცხლი, შემდეგ კი ბუნებრივმა აირმაც გაჟონა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

არსებობდა ცეცხლის სხვა სახლზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად შეძლეს.

"სახლში არავინ იყო, ჭურჭლის მტვრევის ხმა გავიგე გარედან. ჭერი ჩამოცვივდა და მეტი ვერაფერი მოვასწარით. ერთიანად დაიწვა ყველაფერი", - განაცხადა სახლის მეპატრონემ, მარინე კესაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930