14-09-2019
2019 წლის 8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ. გარდა ამისა, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით.
პირველ 8 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს:
• მარტვილის კანიონს
• ყაზბეგის ეროვნულ პარკს
• პრომეთეს მღვიმეს
• ოკაცეს კანიონის
• თბილისის ეროვნულ პარკს
როგორც დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფომაციაშია აღნიშნული, 2019 წლის 8 თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 7 836 484 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო წლებში ტერიტორიების განვითარებისთვის 20 მლნ ლარია დახარჯული.
მიმდინარე წელს ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ბუნების ძეგლი ვიზიტორებს მაისის თვიდან მასპინძლობს და 4 თვეში მას 16 000 ადამიანი ესტუმრა.