15-09-2019
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, დიდ დიღომში. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.