გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოჰანეს ჰანი: ჩვენთვის საქართველო აღმოსავლეთ სამეზობლოში მოწინავე ქვეყანაა, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით

16-09-2019

„ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ვადასტურებ იმას, რაც ბრძანა პრემიერ-მინისტრმა, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალის გამოყენებით, რომელიც მომდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან და ბევრი იმ შესაძლებლობებიდან, რომელიც არ ყოფილა ამოქმედებული“, - განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

იოჰანეს ჰანის თქმით, ევროკავშირი რჩება საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მტკიცე პარტნიორად და მხარდამჭერად.

„განვითარების კუთხით, ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით აღმოსავლეთ სამეზობლოში და გვინდა, რომ ეს სტატუსი შენარჩუნდეს მომავალშიც. ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეც იქნება. მომავალშიც, მიზანმიმართულ ხაზს ვინარჩუნებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებს ფარგლებში,“- აღნიშნა ევროკომისარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930