16-09-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ზემო ვეძისის დასახლების, მაჭავარიანის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ნუცუბიძის, კანდელაკის, წინანდლის, დურმიშიძის, წალენჯიხის, ხარაბაძის და ტოლენჯის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშველას VI კვარტლის, იოსებიძის, ქავთარაძის, საბურთალოს, ცინცაძის, შარტავას, სანაპიროს, დგებუაძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ნინო ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 15 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ), გაბაშვილის და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე ნუცუბიძის პლატოსII მიკრორაიონის I, II, III,Vკვარტლების და ჟღენტის ქუჩისმაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ასურეთის, ლუბოვსკის, სვირის, ჟღენტის, ჭიჭიკო ბენდელიანის, მირზაანის, გეგუთის, ჯავის, კურსების, სამღერეთის, ავიაქიმიის, სანავარდოს, სანერგეს, იმერეთის, კიშინიოვის, ზეკარის, ლისაშვილის, ახტალის, ბუგეულის, მაჩხაანის, დარკვეთის, წერონისის, თოდრიას და ლაითურის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
"თელასის" ინფორმაციითვე, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე დეკაბრისტების, წალკის, ნიკოლოზ ჩხეიძის, იოსებ გრიშაშვილის, ბოლნისის, ბექა ოპიზარის, ლორთქიფანიძის, საბანაძის, თელეთის, ქუმსიაშვილის, იაკობ ცურტაველის და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას, ხოლო 13 საათიდან 17 საათამდე იოსებ გრიშაშვილის, ბოტანიკურის, მირზა შაფი ლაზახის, გორგასალის, ახუნდოვის, აბანოს და შუშინის ქუჩების მაცხოვრებლები.