18-09-2019
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, წელს ფესტივალს სამი ახალი მიმართულება დაემატება.
„ფესტივალს დაემატა არტ-მარკეტი. გარდა ამისა,ბრიტანული სეზონის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორისფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან, ხოლო თბილისობას, 6 ოქტომბერს, ფესტივალი საჰაერო თეატრს წარმოადგენს. თქვენ იცით, რომ თბილისობა 5-6 ოქტომბერს გაიმართება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში ქართულ სპექტაკლებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ბრიტანეთის, გერმანიის, ლიტვის, შვეიცარიის, ისრაელის, იტალიის, ესპანეთის, უკრაინის და ბელარუსის დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები.