გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

18-09-2019

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს, ქ.ოზურგეთში დ.ნ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეუღლის ძმასთან ი.მ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა ი.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით დ.ნ.-ს დანით ბეჭის, მხრის და გულმკერდის არეში დაზიანებები მიაყენა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დ.ნ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ი.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ი.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930