18-09-2019
საქართველოს პარლამენტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა. წარდგინება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.
დავით ნარმანიას კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.
სემეკის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.