გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წყნეთში ახალი სპორტული ცენტრი აშენდა

18-09-2019

დაბა წყნეთში, ამილახვარის ქ.N21-შისპორტული ცენტრის მშენებლობადასრულდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა,კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა წყნეთელებს პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტული ცენტრის მშენებლობა მათი სურვილი იყო.

მისივე თქმით, ანალოგიური მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები თბილისის სხვა რაიონებშიც აშენდება, რათა სპორტის მიმართ ინტერესი გაიზარდოს და ჯანსაღი ცხოვრების წესისპოპულარიზაცია მოხდეს.

„ჩვენ არაერთხელგაგვიმახვილებია ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და ასეთი ობიექტების მშენებლობაზე. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, სხვადასხვა რაიონებში ასეთი მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობა. აღნიშნული სპორტული ცენტრი დაახლოებით, 700 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და სავარჯიშო დასატრენაჟოროდარბაზებსმოიცავს,აქვს გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები. სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საგზაო-ინფრასტრუქტურული თუ მსგავსი პროექტები ადაპტირებული უნდა იყოს, რათა შშმ პირებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ წყნეთის სპორტულ ცენტრში, ისევე როგორც ყველა მუნიციპალურ სპორტულ კომპლექსში,მნიშვნელოვანია, შეღავათიანი ტარიფები მოქმედებდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031