გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე მოსახლეობას: იაქტიურეთ! თუ შეხედავთ, რომ ვინმე საკმარისად არ მუშაობს, შეგიძლიათ მოგვმართოთ

18-09-2019

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანს და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, გალაქტიონ ბუაძეს დაავალა, აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროცესს ზედამხედველობა გაუწიონ.

„ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე, უკვე საგზაო კომპანიაა შესული და გზის მოწყობის სამუშაოებია დაწყებული. მინდა, ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, გალაქტიონ ბუაძეს დავავალო, რომ 24ზედამხვედველობა -საათიან რეჟიმში განახორციელონ. როგორც კი სამუშაოები შეჩერდება, დღისით ან ღამით, ან ადგილზე არ იქნება საჭირო რაოდენობის ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს, რომ ყველა მძიმე სამუშაო, რაც იმ კონკრეტული ქუჩებისთვის აუცილებელია, ღამით განხორციელდეს. მოგეხსენებათ, ღამით ავტომანქანები ნაკლებად მოძრაობენ და მუშაობა უფრო მარტივია. საკმაოდ დიდი ხანია ვეკუა-ხიზანიშვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მესმის, რომ პირველი ეტაპი მნიშვნელოვანი იყო და დასრულდა, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარია, რვაკილომეტრიანი მონაკვეთი, რაც შეიძლება სწრაფად იქნას დამთავრებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე შესაბამისი ჯგუფები არ მუშაობენ, ამის შესახებ მუნიციპალიტეტს აცნობონ, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჩვენი ზედამხედველები, ორი პასუხისმგებელი პირი - ჩემი მოადგილე და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, მოსახლეობასაც მინდა მივმართო - თქვენც იაქტიურეთ. თუ შეხედავთ, რომ ვინმე საკმარისად არ მუშაობს, შეგიძლიათ მოგვმართოთ. მე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელში და ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს თქვენთან. ამას რეაგირება მაშინვე მოჰყვება და გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამ მიმართულებით ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს. სამწუხაროდ, არსებობენ კომპანიები, ვინც ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ. შემდეგ ვინ არის დამნაშავე? ამბობენ, მერია და კალაძე ვერ ასრულებენ თავის საქმესო. იმაზე არავინ საუბრობს, რომ ეს არის კომპანიის პასუხისმგებლობა, ვალდებულება. ამიტომ მეტი ყურადღებაა საჭირო, რომ მსგავსი პრობლემები თავიდანვე იქნას აცილებული. მესმის არის საკანონმდებლო პრობლემები შესყიდვების მიმართულებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალაქში მიმდინარე პროექტებზე პასუხისმგებლები მაინც ჩვენ ვართ. ამდენად, რეაქციაც და მიდგომებიც ჩვენი მხრიდან შესაბამისი უნდა იყოს, რომ სალაპარაკო არავის მივცეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930