18-09-2019
ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ “მთავარი არხის” ეთერში გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილი არავის აინტერესებს:
„ნეტა ამ ფაქტზე ზაზა ოქუაშვილი რას ფიქრობს?
ხაზარაძე ყავდა გვარამიას სტუმრად და ოქუაშვილს მატყუარა ეძახა, ჩემ ბანკს უკანონო არაფერი გაუკეთებია და იტყუებაო. ერთი სიტყვა არ დასცდენია გვარამიას ოქუაშვილის დასაცავად, არადა აზის მის ტელევიზიას, მის ქონებას და თავის საქმეს იკეთებს. აზრადაც არ მოსვლია, ზრდილობის გამო მაინც შეპასუხებოდა. ძალიან მარტივია პასუხი - ოქუაშვილი არავის არ აინტერესებს, არავინ არაფრად აგდებს, იყენებენ მის ქონებას და ბოლოს ისე მოსვრიან, როგორც თავად მოგვისროლა ის გუნდი, რომელმაც ტელევიზია გავაკეთეთ!“, - წერს ვახო ხუზმიაშვილი.