გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიზმები - NDI, საბჭოთა სენტიმენტები და მოსახლეობის რეალური განწყობები POSTV-ს ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი NDI-ის კვლევებს ეხმიანება

18-09-2019

„გუშინ ენდიაის კვლევა გამოქვეყნდა. ერთ-ერთმა პუქტმა კი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყყრო მოსახლეობის და ეს იყო შემდეგი. ქვეყნის მოსახლეობის 41% მიიჩნევს რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო, ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც 55 წელს ზემოთაა, აი ნაწილის უმრავლესობა ფიქრობს რომ ეს ცალსახად ცუდი მოვლენა იყო.

ამ ფაქტს ლიბერალური ნაწილის მხრიდან რა თქმა უნდა უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, ერთი მხრივ ის რომ აი ვსო კურსს ვიცვლით, რას გვიშვება ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი რუსეთისკენ მიგვაქანებს და მსგავსი სიგიჟეები. საქმე ისაა რომ ენდიაის ამ მუხანათურ შეკითხვაშიც გარკვეული ტიპის ირიბი განწყობები შეინიშნება, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მისი ერთგვარი მიზანიც ესაა, მსგავსი განწყობის შექმნა.

მე ჩემს მოსაზრებას, როგორი მოვლენა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევა, ამ ბლოგში არ მოგახსენებთ, არ მგონია შესაბამისი ფორმატი, ამას უფრო მეცნიერული გარემო სჭირდება მსჯელობისათვის. თუმცა შეგვიძლია ობიექტურ გარემოებებზე ვისაუბროთ.

საქმე იმაშია რომ ეს კითხვა თავშივე მანიპულაციურია. თითქმის ყველა მხატვრული ნაწარმოები, დაწყებული დორიან გრეით და დამთავრებული სორენტინოს ფილმ „ახალგაზრდობით“ გვიყვება ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე, იმაზე თუ როგორ არომანტიზებს ადამიანი ახალგაზრდობას, როგორ მისტირის იმ წლებს და როგორ ენატრება ის. შესაბამისად 55 წელს ზემოთ ხალხისთვის შეიძლება სულაც ახალგაზრდობა იყო სასიამოვნო მოვლენა, რომელიც უბრალოდ საბჭოთა კავშირში მოხდა, განხორციელდა, და ამიტომაც ირიბად მისტირიან საბჭოთა კავშირს.

ვფიქრობ ეს უაღრესად არაეთიკური აქტია, უთხრა ადამიანებს, როგორც მიშა ეუბნებოდა რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში თქვენმა ცხოვრებამ ტყუილად ჩაიარა, ეს არ იყო ჭეშმარიტი საქართველოს ისტორია, ეს შეცდომა იყოო. ჯერ ჰომ ეს არაეთიკურთან ერთად არამეცნიერული მსჯელობაცაა.

ახლა გადავიდეთ ობიექტურ მახასიათებლებზე. საბჭოთა ადამიანი, ანუ საბჭოთა ქართველი ჩართული იყო მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პროცესებში. დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე, ვნახე ასეთი ფილმი, რუმინელი რეჟისორის ტარზანის სათესლე ჯირკვლები, სადაც მოყოლილია აფხაზეთში მაიმუნების საკვლევ ინტიტუტზე, მეცნიერ ივანოვის ჰიბრიდებზე, ადამიანის და მაიმუნის შეჯვარებაზე, რომელიც რა თქმა უდნა არ გამოვიდა. იქ ნაჩვენებია ძველი თაობა, ძველი მეცნიერები, რომლებსაც უდიდესი ოცნებები ჰქონდათ, კოსმოსის ათვისება, ახალი ადამიანის შექმნა და ა.შ. და მეორე მხრივ ახალი თაობის მეცნიერები რომლებიც იკვლევენ მაიმუნებს, არიან აგრესიულად რელიგიური, ვიწრო ნაციონალიზმით შეპყრობილები და არგუმენტებს მოკლებულები. მოკლედ უკიდურესად რეტროგრადიულია საზოგადოება და ამან შემაშფოთა. დაახლოებით ასე ვართ ჩვენც, წინ ვერ წავიწიეთ.

აი ნახეთ, ობიექტურად გაზომვადი ცოდნით, საბჭოთა დროს, ქართვველი ჩართული იყო მსოფლიო სამეცნიერო პროცესებში, მეცნიერულ ტექნიკურ ცვლილებებში, ჰქონდა უდიდესი ოცნებები, ითვისებდა კოსმოსს, მოიგო მეორე მსოფლიო ომი და იყო მსოფლიოს ეპიცენტრში და თავს მსოფლიოს ნაწილად გრძნობდა. ქმნიდა სამეცნიერო თეორიებს, შეიქმნა კინო, თეატრი და ა.შ.

მეორე მხრივ დამოუკიდებლობის შემდეგ მივიღეთ ორი წაგებული ომი, ეს ერთი შეხედვით უბრალოდ რიცხვებია თუმცა, წაგებული ომი, ფრუსტრაციის წინაპირობაა. კაცები ფრუსტრირებულები გახდნენ ომის წაგებით, ასევე თანამედროვე ომის პარადიგმა, თანამედროვე ომი სპორტშია გადასული, განსაკუთრებით ფეხბურთში, ასევე სპორტში წაგებები და ესაა ფრუსტრაცია უკვე სრულად ერის, განსაკუთრებით კაცების ნაწილის, პოლიტიკასაც და საჯარო სივრცესაც ჯერ არ განუცდია ფემინიზაცია, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ საჯარო სივრცეა სრულად ფრუსტრირებული. ამას ემატება ის რომ იმ პერიოდში ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიიკური ვითარება ჩვენთან, ინფლაცია და ზოგადად მდგომარეობა იყო იმაზე უარესი ვიდრე ბერლინი რომ რუსებმა აიღეს, ანდაც ის რომ ჩვენ სხვა ყველაზე რესპუბლიკაზე უარესი მდგომარეობა გვქონდა, ერთგვარი ჰიპერინფლაცია. აქედან გამომდინარე, ვინც მიიჩნევს რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ჰუმანიტარული კატასტროფა არის არა შეფასებითი კატეგორია და სუბიექტური აზრი, არამედ ესაა ობიექტური გარემოების აღწერა.

ამის საპირწონედ, არაა გასაკვირი ადამიანს მოენატროს ერთი მხრივ ახალგაზრდობა, ხოლო მეორე მხრივ, მსოფლიოში უდიდესი ბოროტების დამარცხება, ფაშიზმს ვგულისხმობ, უდიდესი მიღწევები მეცნიერებაში, სპორტში წარმატებები და უბრალოდ იმ დროის თანაცხოვრება“, - ამბობს გური სულთანიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930