გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება პერევის გადასასვლელს კეტავს

18-09-2019

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს.

ამის შესახებ ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია.

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო 

ხელისუფლების ცნობით, პერევის გამშვები პუნქტი 18 სექტემბრის 20:00 საათიდან 22 სექტემბრის 06:00 საათამდე დაიკეტება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებენ. ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავენ.

shida qartli

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930