გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მკვლელის და მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია

18-09-2019

შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის, საერთოდ მკვლელის, მსგავსი მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც პრეზიდენტის მორატორიუმითაც დასტურდება.

„რა თქმა უნდა, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან და რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930