გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დათო ლორთქიფანიძე: ქუთაისს მის ისტორიულ ფუნქციას სწორედ ეს უნივერსიტეტი დაუბრუნებს

18-09-2019

„ეს უნივერსიტეტი სწორედ ქუთაისს მის ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებს“, - ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა დათო ლორთქიფანიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჰუმანიტარული მეცნიერებისთვის იმ ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო სხვა განვითარებულ ქვეყნებში:

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული მეცნიერებისთვის და არა მარტო ტექნიკური მეცნიერებისთვის. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ჰუმანიტარული მეცნიერებისთვის გამოვიყენოთ ის ტექნოლოგიები, რომელიც ხელმისაწვდომი იყო სხვა განვითარებულ ქვეყნებში. მთლიანობაში, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ისევე ჩემთვის, ქუთაისი ყოველთვის იყო განათლებისა და კულტურის ცენტრი და ეს უნივერსიტეტი სწორედ დაუბრუნებს მას მის ისტორიულ ფუნქციას“, - აღნიშნა დათო ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, დღეს ახალი საგანმანათლებლო სივრცის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტსა და „იულიხის“ საერთაშორისო კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია.

საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

პრეზენტაციას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930