18-09-2019
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდაოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს განათლების რეფორმის ისტორიაში“,- განაცხადა ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციის შემდგომ.
მისი თქმით, ამ ტიპის დიდ ინვესტიციებს ნამდვილად შეუძლიათ განავითარონ როგორც კონკრეტული სტუდენტის, ისე მთლიანად რეგიონის დონეზე დაწყებული ინიციატივები, რომელსაც განათლების რეფორმა ისახავს მიზნად:
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდაოდ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს განათლების რეფორმის ისტორიაში, ამ ტიპის დიდ ინვესტიციებს ნამდვილად შეუძლიათ განავითარონ როგორც კონკრეტული სტუდენტის, ისე მთლიანად რეგიონის დონეზე დაწყებული ინიციატივები, რომელსაც განათლების რეფორმა ისახავს მიზნად. მაღალი ხარისხის სწავლებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას, ვფიქრობ ამ მხრივ ეს ყველაფერი ნამდვილად საეტაპო როლს შეარულებს შემდგომი განვითარების ისტორიაში“ - განაცხადა ნიკო სილაგაძემ.
ცნობისთვის, დღეს ახალი საგანმანათლებლო სივრცის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტსა და „იულიხის“ საერთაშორისო კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია.
საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.
ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.
პრეზენტაციას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.