გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

18-09-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ხოშარაულის, აგლაძის, შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას და ჩაჩავასქუჩებისმაცხოვრებლებს, 10 საათიდან 14 საათამდე ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე ცოტნე დადიანის IIმიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, გურამ ქუთათელაძის, დომენტი ჟღენტის, ჩარგლის დაჩარხის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე ფანასკერტელ ციციშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

10:30 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ქვემო ვეძისის დასახლების, ანაგის, გაგარინის, ილია ოდიშელიძის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, გაბრიელ ისაკაძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, გოთუას, სახოკიას, ყუშიტაშვილის, არდაზიანის, გამსახურდიას, შარტავას, ოჩამჩირის, კანდელაკის, ვიტალი დარასელიას, ზოვრეთის, ოდესის, სოკრატ არშბას, კოსტავას, მგალობლიშვილის და ზემო ვეძისისქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე გმირ კურსანტთა, დავით სარაჯიშვილის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე ფალიაშვილის და შატბერაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე კი მთაწმინდის, ბესიკის, ყიფიანის, კოტე მესხის, ვეძინის და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031