18-09-2019
მიმდინარე წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 26.6 პროცენტით გაიზარდა და 25.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 11.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 12.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2019 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 27.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.1 პროცენტი, საშუალოზე - 25.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 34.1 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წლის II კვარტალში 15.3 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 9.2 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტი).