19-09-2019
ადამიანის ცემა, მოწმეების გაუპატიურების მცდელობა და პოლიტიკური ლიდერების დევნა - ეს იმ მძიმე ბრალდებების მოკლე ჩამონათვალის, რომლებიც გახარიას მიერ შსს-დან გაგდებული პოლიციელის, თეიმურაზ კალანდაძის სახელს უკავშირდება.
ცნობისთვის, კაკანდაძე, რომლის მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დააწინაურა.
თეიმურაზ კალანდაძის სახელი არაერთ სკანდალს უკავშირდება. ერთ-ერთი ბოლო საქმე, რომელსაც მისი თანამდებობა შეეწირა პოეტ კოკა კობალაძის საქმე იყო. მას შემდეგ რაც სამართალდამცავები პოეტს სახლში შეუვარდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდა რეანიმაციაში აღმოჩნდა.
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ გახარიამ კალანდაძე ძალადობის გამო გააგდო.
„ეს ადამიანი გააგდეს იმიტომ, რომ მან იძალადა კონკრეტულ ადამიანზე. მაშინ ამ საქმეზე გამოძიებაც კი დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცა რა ეტაპზეა ახლა ეს გამოძიება ჩვენთვის უცნობია. კობალაძის საქმეს შეეწირა სწორედ კალანდაძე, რომელმაც მინისტრ გახარიას ეს ამბავი დაუმალა“- აცხადებს კობაიძე.
სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში კალანდაძის ხელმძღვანელობის პერიოდში, პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა ბრალდებული სერგეი ბაბოიანიც: „ჯერ მცემეს, მერე მუხლებზე და ხელებზე დამაყენეს, მატარეს და მაყეფეს“- აცხადებდა "სამხრეთის კარიბჭესთან" პირი, რომელიც სასამართლომ მოგვიანებით გაამართლა.
კალანდაძეს ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებდა, ასევე, ერთ–ერთი ბრალდებულის და ახალქალაქიდან. იგი ამბობდა, რომ „სამხარეოს უფროსმა წიხლები ურტყა ტანსაცმელი შემოაგლიჯა და გაუპატიურებით დაემუქრა“.
„სამხრეთის კარიბჭეში“ მასალის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროდან რედაქციაში სამჯერ დარეკეს და სტატიის სათაურის შეცვლა ითხოვეს. შემდეგ კი ამავე სტატიის ავტორთან თეიმურაზ კალანდაძის მიერ მიგზავნილი პირები იგივე თხოვნით მივიდნენ. უარის მიღბის შემდეგ კი რედაქციასთან ორი დღის განმვალობაში საპროტესტო აქცია იმართებოდა.
შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია "სამხრეთის კარიბჭის" მასალები.