19-09-2019
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო პროექტი იწყება“ - ასე აფასებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე.
მისი თქმით, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც საქართველოში ფუძნდება უნივერსიტეტი სხვა არსებულ უცხოურ უნივერსიტეტთან ერთად, შესაბამისად, განათლების ასპექტი თავისი არსით უკვე ინტერნაციონალურია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ არის პარტნიორი, როდესაც იწყებ ახალ უნივერსიტეტს. ამ შემთხვევაში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი თავისი სახელით და ისტორიული აკადემიური კვლევით ძალიან საინტერესო და სანდო პარტნიორი იქნება საქართველოსთვის, რომ აღარაფერი ითქვას ინტრანაციონალიზაციის პროცესზე. როგორც წესი სტუდენტების ძირითადი მობილობა დედაქალაქშია. დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს, იმაზე რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისშიც იქნება უცხოელი სტუდენტების მიღების საშუალება, რაც საქართველოს კიდევ ერთხელ გაამყარებს საერთაშორისო განათლების რუკაზე“ - განაცხადა ნინო ჭელიძემ.