19-09-2019
დიდი მადლობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ უნიკალური პროექტისათვის და შესაძლებლობებისთვის, რომელსაც ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი მოუტანს ჩვენს მომავალ თაობას,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
,,ეს გახლავთ ისტორიული საგანმანათლებლო პროექტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. განათლება ჩვენი მომავალია, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია კი ქვეყნის განვითარების ტოლფასია. დიდი მადლობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ უნიკალური პროექტისათვის და შესაძლებლობებისთვის, რომელსაც ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი მოუტანს ჩვენს მომავალ თაობას”,- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.