გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა

19-09-2019

საქართველოს თავდაცვის ძალები 19 სექტემბერს სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული დღე სამხედრო მფრინავებს, ვეტერანებს შერეულ საავიაციო ბაზაზე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებები უსურვა.

მინისტრმა ქართველი სამხედრო მფრინავების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ირაკლი ღარიბაშვილი ქართული სამხედრო ავიაციის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის. მან საქართველოს ავიაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად სამხედრო ავიაციის პირად შემადგენლობას ჯილდოები გადასცა და სამხედროების შვილებთან ერთად გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930