19-09-2019
უახლოეს ხანში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის მაცხოვრებლები თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიით ისარგებლებენ. პროექტის მიხედვით კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ერთსართულიან შენობას და კეთილმოეწყობა ამბულატორიის ეზო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც 61 086 ლარია გათვალისწინებული.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ასევე ახალი ამბულატორიები შენდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კლდეში, აგარაში, თისელში, საძელსა და ღრელში, სადაც ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, სოფელ ხეოთში ამბულატორიის მშენებლობაზე სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პროცედურები ხორციელდება.