გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

19-09-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა მეტრო "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვიქტორ კუპრაძის, ღლონტის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გომის, თონეთის, ასკანის, იერუსალიმის, ბეთლემის, ჯვარედინის, ჰოვანეს თუმანიანის, კოტე აფხაზის, ჩარგლის, გუდამაყრის, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის, სიხარულიძის, გამყრელიძის, ქუთათელაძის, ჟღენტის და ჩარხის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე სააკაძის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გიორგი სააკაძის დაღმართის, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ოჟიოს, ვახუშტი ბაგრატიონის, გაგარინის, გოთუას და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ჰაინრიხ კლაპროთის, მარკო პოლოს, კრისტოფერო კასტელის, დავით ბატონიშვილის, ალექსანდრე მაჭავარიანის, არქანჯელო ლამბერტის, ოსკარ შმერლინგის, მეფე მირიანის, პეტრიწის, ფრედერიკ მონპერეს, მაქს ტილკეს, იაკობ რაინეგსის და კრისტიან სტივენის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების, ნიკო კეცხოველის, ლეო კერესელიძის, თვალჭრელიძის, ჩუბინაშვილის, კარგარეთელის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე კი მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ბოდბეს, ლუსინიანის და სამასი არაგველის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930