გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის ცენტრი ამოქმედდება

19-09-2019

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი“, - ამის შესახებ განაცხადა IBA ჯგუფის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სერჟ ლამისმა.

„მოხარულები ვართ რომ დღეს აქ ვხედავთ უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს. ძალიან ვამაყობთ რომ ამ პროქტში ვმონაწილეობთ, რადგან გვჯერა, რომ უნივერსიტეტები არის ადგილი, სადაც დიდებული ისტორიები იწყება” - განაცხადა სერჟ ლამისმა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

მისი თქმით, ეს იქნება აკადემიურ, სამეცნიერო და სამედიცინო სამყაროს შორის თანამშრომლობის წყარო.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო სამედიცინო ცენტრი. ტექნოლოგია, რომელიც გამოყენებული იქნება, ცნობილია, როგორც ადრონული თერაპია. მას სჭირდება სპეციფიკური აღჭურვილობა, რომელიც კურნავს სიმსივნეს დასხივებით და ფაქტობრივად, ძალიან ზუსტი სამკურნალო ტექნიკაა. ეს ტექნიკა ბოლო 20 წლის მანძილზე განვითარდა და დღესდღეობით უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით, რათა სიმსივნეს უმკურნალოს რადიოთერაპიით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ძალიან ფაქიზ, მგრძნობიარე ორგანოებთან გვაქვს საქმე. ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველომ გადაწყვიტა ასეთი ტიპის მკურნალობას შეიცავდეს ახალი საუნივერსიტეტო კამპუსი” - განაცხადა სერჟ ლამისმა.

IBA ჯგუფის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, 2000-3000 კილომეტრის რადიუსში ეს იქნება ერთადერთი ცენტრი.

„ეს იქნება ერთადერთი ცენტრი დაახლობით 2000-3000 კილომეტრის რადიუსში საქართველოს გარშემო, რადგან ამ დიდ წრეში ასეთი ცენტრი არ არსებობს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენი პაციენტი იქნება დაინტერესებული საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან იქნება ამ ტექნიკით მკურნალობით და მასზე ხელმისაწვდომობით” - ამბობს სერჟ ლამისი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930