გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

20-09-2019

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს.

კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა. ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებული თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილი მოხატული სადგური მიმზიდველია არა მხოლოდ როგორც ქუჩის ხელოვნების მინუში, არამედ როგორც სივრცე, სადაც უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენა 15 თეთრამდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი და დამატებით სერვისების მიღება მარტივი და მოსახერხებელია.

“ვისოლი“ მუდმივად ცდილობს გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი და მოხარული ვართ, რომ თვითმომსახურების სადგურების ქსელის განვითარების შესაძლებლობა პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. ვეცდებით თანმიდევრულად შევცვალოთ სამომხმარებლო ქცევა, რომ დავამკვიდროთ საქართველოში თვითმომსახურება, როგორც თანამედროვე ცხოვრების სტილი, რომელიც დიდი ხანია აპრობირებულია ამერიკასა და ევროპის უამრავ ქვეყანაში. გარდა ამისა, თვითმომსახურების სადგურზე შეთავაზებულ საწვავზე ხელმისაწვდომი ფასი, ფერადი და განსხვავებული გარემო, დამატებთი სერვისები სადგურს კიდევ უფრო მიმზიდველს და მოსახერხებელს ხდის“, - აცხადებს ვისოლის გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა.

თვითმომსახურების პირველი სადგურის საზეიმო გახსნაზე პარტნიორ „რადიო ენერჯისთან“ ერთად, „ვისოლმა“ უამრავ სტუმარს უმასპინძლა და განსხვავებული და საინტერესო გარემო შეუქმნა. ბაიკერების და მოცეკვავეების ერთობლივი ექსტრემალური შოუ, ენერგიული DJ Jimi-ს მუსიკა, „სმარტის“ მიერ მომზადებული უგემრიელესი ქუჩის მენიუ და ექსკლუზიური იმპორტის Twisst- ის მოქტეილები, “ვიანორის“ უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთების კასრების დეკორი, „დანქინის“ ყველაზე ტკბილი დონატები და ყავა დესერტად, გარემოს კიდევ უფრო ფერადს და მხიარულს ხდიდა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში. უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის საწვავითა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით „ვისოლი“ საცალო ბაზრის ლიდერია. ვისოლს ასევე გაზგასამართი სადგურების ყველაზე მეტი ობიექტი აქვს ქვეყანაში და კომპანია „ი-სპეისთან“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების პოპულარიზაციისათვის ელეტქრომობილების დამტენი სადგურების ქსელსაც ავითარებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930