გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე სამადაშვილი: არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონდათ, როდესაც ყაზახურ კომპანიას სთავაზობდნენ ინვესტორის სახით კონსორციუმს, შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ანაკლიის პორტის მიმართ კომერციულ ინტერესებს

20-09-2019

„მე არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონდათ, როდესაც ყაზახურ კომპანიას სთავაზობდნენ ინვესტორის სახით კონსორციუმს, - ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა კომპანია Capital Limited”- თან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც ხაზარაძემ სახელმწიფოს და საზოგადოებას ინგლისურ კომპანიად წარუდგინა.

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მანამდე ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებას ანაკლიის პროექტში რუსული ინტერესების გატარებაში სდებდნენ ბრალს, დღეს ხაზარაძეს მოუწოდებენ ახსნას რუსული ინტერესების მქონე კომპანიასთან მისი კავშირები.

„მე არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონდათ, როდესაც ყაზახურ კომპანიას სთავაზობდნენ ინვესტორის სახით კონსორციუმს. შესაძლოა, ეს მოტივაცია უკავშირდებოდეს სწორედ კომერციულ ინტერესებს ანაკლიის პორტის“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930